ჩხრეკა

ჩხრეკა
სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება იმ იარაღის, საგნის აღმოსაჩენად და ამოსაღებად, რასაც დანაშაულის კვალი ატყვია, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის, ფასეულობის, სხვა საგნისა და დოკუმენტის აღმოსაჩენად, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად, აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად. ჩხრეკა ტარდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩხრეკა ტარდება დამსწრეთა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მონაწილეობით. ჩხრეკის შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "ჩხრეკა" в других словарях:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა — 1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით… …   Georgian encyclopedia

  • ამოღებისა და ჩხრეკის დამსწრე — ამოღებას ან ჩხრეკას ესწრება არანაკლებ ორი დამსწრისა, პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან/ჩხრეკა, უფლება აქვს აცილება მისცეს დამსწრეს, თუ საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ დამსწრე გაახმაურებს მონაცემებს გასაჩხრეკის პირადი ცხოვრების შესახებ ან თავად… …   Georgian encyclopedia

  • დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი — • მისი არსი მდგომარეობს განსაკუთრებული შეღავათების, უფლებებისა და უპირატესობების ერთობლიობაში, რომელიც ენიჭებათ უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მათ პერსონალს და სხვა პირებს, რომლებიც, დაცვით საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადგილსამყოფელი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»